ოთარ გიორგაძემ „ბრივთან“ კონტრაქტი გააგრძელა
ოთარ გიორგაძემ „ბრივთან“ კონტრაქტი გააგრძელა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ ფრანგულ კლუბ „ბრივთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. ქართველი მორაგბე „ბრივში“ 2018 წლიდან თამაშობს და ახალი შეთანხმების თანახმად აღნიშნულ კლუბში 2022 წლამდე დარჩება. გიორგაძეს ბრივის შემადგენლობაში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 ლელოს ავტორი გახლავთ. წარმატებული გამოდგა ბოლო მატჩი გიორგაძესთვის ბრივის შემადგენლობაში. ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში “სტად ფრანსეს” წინააღმდეგ, რომელიც “ბრივმა” 27:11 მოიგო და ოთარ გიორგაძემ მატჩში ლელოს დადებაც მოახერხა.

ოთარ გიორგაძე („ბრივის“ მორაგბე) – „ ბედნიერი ვარ რომ მომავალ წლებს ისევ ამ კლუბში გავატარებ. იმედი მაქვს რომ მიმდინარე სეზონი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა და ქალაქიც ძალიან მომწონს.“

ჯერემი დევიდსონი („ბრივის“ მთავარი მწვრთნელი)- “ოთარ გიორგაძე გუნდის ერთერთი მთავარი ფიგურაა. მან წამყვან მორაგბეთა შორის მალევე დაიმკვიდრა ადგილი. მინდორზე ყოველთვის გამორჩეულია. მოხარული ვარ რომ მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა“.