ოთახი, სადაც მესი კატარში მუნდიალის დროს ცხოვრობდა, მუზეუმად გადაკეთდება #1TVSPORT
ოთახი, სადაც თავდამსხმელი ლიონელ მესი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ცხოვრობდა, მალე მუზეუმად გადაიქცევა, – ამის შესახებ დოჰას უნივერსიტეტის ადმინსიტრაციამ განაცხადა.
გადაწყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გმირის ოთახი იმ სახით შენარჩუნებულიყო, როგორიც მესიმ დატოვა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ და ტურისტებმა მოინახულონ, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
მესი, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, B201 ოთახში ცხოვრობდა. კარზე არგენტინის ფერებში იყო წარწერა „ლ. მესი“. ოთახს აქვს ორი ერთადგილიანი საწოლი, მაგიდა, სავარძლები, ტელევიზორი და ნაცრისფერი დივანი ყვითელი ბალიშებით.
კატარში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დრო – 3:3, პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა 4:2 გაიმარჯვეს.