ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმრები გათავისუფლების 76-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავენ
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმრები გათავისუფლების 76-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავენ

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმრები გათავისუფლების 76-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავენ.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუზეუმი, რომელიც ბანაკის ადგილზე გაიხსნა, პანდემიის გამო დაკეტილია. როგორც მუზეუმის ადმინისტრაცია აცხადებს, შესაძლოა, პანდემიამ დაასრულა ერა, როდესაც ბანაკის ყოფილი პატიმრები მუზეუმის სტუმრებს თავიანთ ამბებს უზიარებდნენ.

მემორიალი პანდემიის გამო უკვე 161 დღეა დაკეტილია. 2019 წელს მუზეუმს დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ესტუმრა, 2020 წელს კი ეს რიცხვი 502 ათასამდე შემცირდა.

„პანდემიაც რომ არ ყოფილიყო, წლისთავზე მაინც ნაკლები გადარჩენილი იქნებოდა“, – აღნიშნა ოსვენციმის ბანაკის ყოფილმა პოლონელმა პატიმარმა პლატფორმა „ზუმში“ ინტერვიუს დროს.

წელს ბანაკის გათავისუფლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება, სადაც სიტყვით პოლონეთის პრეზიდენტი, ასევე ისრაელისა და რუსეთის დიპლომატები გამოვლენ. ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის აღსანიშნავად, ვირტუალურ რეჟიმში სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.

პანდემიის გამო, ასევე დახურულია ჰოლოკოსტის მემორიალის პირდაპირ მდებარე გამოფენა ბერლინში, სადაც გადარჩენილი პატიმრების ფოტოები და ციტატებია გამოფენილი.