ოსმა მოკრივემ მეტოქე ფეხში დაჭრა
ოსმა მოკრივემ მეტოქე ფეხში დაჭრა

ოსმა მოკრივემ რიჩარდ ბიტიევმა ცხინვალის საკრივო ტურნირის წინ თავის მომავალ მეტოქე ტაირ ქელეხსაევს ფეხში ესროლა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა სპუტნიკ ასეტია.

ბიტიევმა, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან არის, ტურნირის დაწყებიდან ერთი დღით ადრე დაჭრა მოწინააღმდეგე. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი ინციდენტის ადგილიდან მიიმალა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

„ჩვენ ვმუშაობდით რიჩარდთან. მიუხედავად ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემებისა, ის მორალურად სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაუძლო დატვირთვებსა და ბრძოლებს. ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა. ამჯერად, მან ემოციები არა რინგზე, არამედ მის მიღმა გამოავლინა“, – წერია რუსული პრომოუტერული კომპანიის ვებგვერდზე.