ოსლოში საქართველოსა და ნორვეგიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე იმსჯელეს
საქართველოს ელჩი ნორვეგიაში მაია ყიფშიძე ნორვეგიული კომპანია „ავინორის“ (Avinor) საავიაციო მიმოსვლის განვითარებისა და ტვირთების დეპარტამენტის დირექტორს, მარტინ ლანგოს შეხვდა.
საელჩოს ცნობით, მარტინ ლანგოსთან შეხვედრაზე ნორვეგიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.
რეგიონის ქვეყნებს შორის ამ დროისთვის საქართველო პირდაპირი ავიაფრენებით უკვე დაკავშირებულია დანიასთან.
იგეგმება ფრენების დაწყება შვედეთისა და ფინეთის მიმართულებითაც.