ოსლოში რუსეთის მოქალაქის დაკავების გამო რუსეთის საგარეო უწყებაში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს
ოსლოში რუსეთის მოქალაქის დაკავების გამო რუსეთის საგარეო უწყებაში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს

ოსლოში რუსეთის მოქალაქის დაკავების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს, სადაც მას პროტესტი გამოუცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს აპარატის თანამშრომელი ნორვეგიაში საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის მიწვევით იმყოფებოდა და მონაწილეობდა საერთაშორისო სემინარში, რომელიც ნორვეგიის პარლამენტის შენობაში ტარდებოდა.

რუსეთის მოქალაქე მიხაილ ბოჩკარიოვი ჯაშუშობის ბრალდებით ოსლოს აეროპორტში 21 სექტემბერს დააკავეს. სასმართლომ მას ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

„ასეთი ნაბიჯები უშედეგოდ არ დარჩება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.