„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია პირველ არხზე
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია პირველ არხზე

ლოს ანჯელესი წლის ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ კინომოვლენას მასპინძლობს. სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავები „დოლბის“ თეატრში გადაინაცვლებენ, ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გაივლიან.

ოსკარზე მიწვეულ სტუმრებს ასობით რეპორტიორი და მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს. კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი ოსკარისთვის შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.

„ოსკარის“ სრულ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში სთავაზობს. განმეორებით კი „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების შემდეგ გავა.

წელს ოქროს ქანდაკება 24 ნომინაციაში გაიცემა.

წელს საუკეთესო ფილმის სტატუსისთვის რვა ფილმი იბრძოლებს: „შავი პანტერა“, „ფავორიტი“, „ვარსკვლავის დაბადება“, „მწვანე წიგნი“, „ვიცე“, „ბოჰემური რაფსოდია“, „შავი კუკლუქსკლანელი“ და „რომა“.

საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ:

კრისტიან ბეილი ფილმისთვის – „ვიცე”;

ბრედლი კუპერი ფილმისთვის – „ვარსკვლავის დაბადება“;

უილიამ დეფო ფილმისთვის – „უსასრულობის კარიბჭე“;

რემი მალეკი ფილმისთვის – „ბოჰემური რაფსოდია“;

ვიგო მორტენსენი ფილმისთვის – „მწვანე წიგნი“.

ამავე კატეგორიაში საუკეთესო ქალი მსახიობის სტატუსის მოპოვებას ეცდებიან:

ფელია აპარისიო ფილმისთვის – „რომა“;

გლენ ქლოუზი ფილმისთვის-„ცოლი“;

ოლივია კოულმანი ფილმისთვის – „ფავორიტი“;

ლედი გაგა ფილმისთვის – „ვარსკვლავის დაბადება“;

მელისა მაკარტი ფილმისთვის – „შეგიძლია ოდესმე მაპატიო?“.

რაც შეეხება მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლებს, საუკეთესოს ტიტულისთვის მამაკაცთა შორის იბრძოლებენ:

მაჰერშალა ალი – ფილმისთვის „მწვანე წიგნი“;

ადამ დრაივერი ფილმისთვის – „შავი კუკლუქსკლანელი“;

სემ ელიოტი ფილმისთვის – „ვარსკვლავის დაბადება“;

რიჩარდ გრანტი ფილმისთვის – „შეგიძლია ოდესმე მაპატიო?“;

სემ როქუელი ფილმისთვის – „ვიცე“ იბრძოლებენ.

ამავე კატეგორიაში ქალთა შორის ნომინირებულები არიან:

ემი ადამსი ფილმისთვის – „ვიცე“;

მარინა დე ტავირა ფილმისთვის – „რომა“;

რეჯინა კინგი ფილმისთვის – „ბეილის ქუჩას ლაპარაკი რომ შეეძლოს“;

ემა სთოუნი და რეიჩელ ვაისი ფილმისთვის – „ფავორიტი“.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილები არიან:

სპაიკ ლი ფილმისთვის – „შავი კუკლუქსკლანელი“,

პაველ პავლიკოვსკი ფილმისთვის – „ცივი ომი“,

იორგოს ლანთიმოსი ფილმისთვის – „ფავორიტი“,

ალფონსო კუარონი ფილმისთვის – „რომა“

ადამ მაკეი ფილმისთვის – „ვიცე“.

„ოსკარის“ ქანდაკება კიდევ 18 ნომინაციაში გაიცემა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი 10-10 ნომინაცია წილად ხვდათ ალფონსო კუარონის „რომასა“ და იორგოს ლანთიმოსის „ფავორიტს“.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში ჩატარდება.