„ლილის“ ფორვარდის, ვიკტორ ოსიმჰენის მოსაპოვებლად სატრანსფერო ბრძოლაში „მილანიც“ ჩაება, – იუწყება Football Italia.
ნიგერიელი თავდამსხმელის გუნდში გადმოყვანას დიდი ხანია, რაც „ნაპოლი“ და „ინტერი“ ცდილობენ.
ოსიმჰენის სატრანსფერო ღირებულება პრსესაში გავრცელებული არაერთგვაროვანი ინფორმაციის თანახმად, 50-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა „ლილის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.