ოსიმჰენის შეძენა „მილანსაც“ სურს
ოსიმჰენის შეძენა „მილანსაც“ სურს

„ლილის“ ფორვარდის, ვიკტორ ოსიმჰენის მოსაპოვებლად სატრანსფერო ბრძოლაში „მილანიც“ ჩაება, –  იუწყება Football Italia.

ნიგერიელი თავდამსხმელის გუნდში გადმოყვანას დიდი ხანია, რაც „ნაპოლი“ და „ინტერი“ ცდილობენ.

ოსიმჰენის სატრანსფერო ღირებულება პრსესაში გავრცელებული არაერთგვაროვანი ინფორმაციის თანახმად, 50-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა „ლილის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.