ოსიმენმა უარყო წინადადება საუდის არაბეთიდან და პსჟ-ს მოელაპარაკა #1TVSPORT
მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან დაკავშირებით.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, პარიზულ კლუბს აქვს პრინციპული შეთანხმება ნიგერიელ თავდამსხმელთან კონტრაქტის თაობაზე, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო წლიური ხელფასი 14 მილიონ ევროს შეადგენს.
ამავე წყაროს ცნობით, 25 წლის ოსიმენმა უარყო სარფიანი წინადადება საუდის არაბეთის კლუბ „ალ-აჰლისგან“, რადგან ფეხბურთელის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია.
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს, ჯამში 133 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა.