ოსიმენი მზად არის „ნაპოლის“ დასატოვებლად, „არსენალმა“ მასში შეიძლება 130 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის გადაბირებით, – იტყობინება იტალიელი ინსაიდერი ნიკოლო სკირა.
აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი მზად არის, დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი 2024 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს. მისი გამოსასყიდი თანხა 130 მილიონ ევროს შეადგენს.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან „ჩელსი“ და „პარი-სენ-ჟერმენი“.
ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.