ოსაკამ ტოკიოს ფინალი წააგო
ოსაკამ ტოკიოს ფინალი წააგო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში WTA-ის ტურნირი დასრულდა, რომლის ფინალში აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, იაპონელი ნაომი ოსაკა თამაშობდა.

ნიუ იორკში ტრიუმფის შემდეგ, ეს იყო ოსაკას პირველი ტურნირი. ფინალში მას ჩეხი კაროლინა პლიშკოვა ხვდებოდა. ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში, განსაკუთრებით პლიშკოვა, რომელმაც არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ორი გამოიმუშავა, ორივე გამოიყენა და საათსა და ოთხ წუთში 6:4, 6:4 მოიგო.

ჩეხი ჩოგბურთელისთვის ეს მე-11 ტიტულია კარიერაში.