„ორმაგმა არწივმა“ სერბები გააღიზიანა
„ორმაგმა არწივმა“ სერბები გააღიზიანა

სერბ გულშემატკივრებს ეთნიკურად ალბანელი ფეხბურთელების მიერ მათ კარში გატანილი გოლების „ორმაგი არწივით“ აღნიშვნაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.

„ორმაგი არწივი“ ალბანური ნაციონალური სიმბოლიკის ნაწილია და მათ დროშაზეა გამოსახული. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ფეხბურთელების ქცევამ შესაძლოა სერბ ნაციონალისტებს და ალბანელებს შორის ვითარება დაძაბოს.

სერბეთში, მთავრობის მომხრე გაზეთში ალბანელთა შეურაცხმყოფელი სიტყვები უკვე დაიწერა – „მესაათების ალბანური კლანი მოწამლულ ისრებს დიდი ხანია გზავნის, შესაბამისად მატჩის მიმდინარეობისას პროვოკაცია მოსალოდნელი იყო.“

იმავე აზრზეა შვეიცარიული გამომცემლობების ნაწილიც, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ აღნიშნული ქმედება დაბალი პოლიტიკური მგრძნობელობის გამომხატველია.

შაჩირი მატჩის შემდეგ ცდილობდა გოლის აღნიშვნისთვის ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებინათ – „ეს უბრალოდ ემოციაა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი გოლის გატანისას, სხვა არაფერი. მე არ ვთვლი, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა.“

ჯაკას და შაჩირის ოჯახები კოსოვოდან არიან, სადაც სერბებსა და ალბანელებს შორის ოთხმოცდაათიან წლებში არსებული დაპირისპირება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჩარევით დასრულდა.