ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
სიმბოლური ნაკრები შედგენილია 4-3-3 განლაგებით და ასე გამოიყურება:
მეკარე – ლაზარე კუპატაძე (ბათუმის დინამო)
მცველები – ფაბიან სპორკსლედე (დინამო თბილისი), გურამ კაშია (ლოკომოტივი), ალექსანდრ აზაცკი (ბათუმის დინამო), ვანდერსონ სილვა (გორის დილა)
ნახევარმცველები – ლუკა გაგნიძე (დინამო თბილისი), ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამო), ირაკლი ბიძინაშვილი (გორის დილა)
თავდამსხმელები – თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), იური ტაბატაძე (საბურთალო)
სულ სიმბოლურ ნაკრებში 5 გუნდის მოთამაშე დასახელდა, ყველაზე მეტი, 3-3 ფეხბურთელი ლიდერი გუნდებიდან, „დინამო თბილისიდან“ და ბათუმის „დინამოდან“ დაასახელეს, 2-2 მოხვდა გორის „დილადან“ და თბილისის „ლოკომოტივიდან“, ხოლო ერთიც – „საბურთალოდან“.
შეგახსენებთ, რომ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის დასრულების შემდეგ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დაასახელა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას“ დამრიგებელი – ანდრეი დემჩენკო.