ელიგამ საუკეთესო დაასახელა - გამორჩეული „დინამოს“ თავდამსხმელი მარუშიჩია #1TVSPORT
ელიგამ საუკეთესო დაასახელა - გამორჩეული „დინამოს“ თავდამსხმელი მარუშიჩია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

ლიგის ადმინისტრაციამ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ზორან მარუშიჩი დაასახელა, რომელიც „დინამო თბილისის“ თავდამსხმელია.

27 წლის თავდამსხმელმა პირველ წრეში თბილისური გუნდის ფორმით ყველა, 8 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.