ორი სპარინგი ესტონეთთან – 18-წლამდელები ბალტიისპირელებს უმასპინძლებენ

18:06, 09.10.2019

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 13 და 15 ოქტომბერს ესტონეთთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ორივე შეხვედრა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 15:00 საათზე გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გიორგი მიქაძემ გუნდი უკვე შეკრიბა – მთავარი მწვთნელის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლაშა ტიტვინიძე (დილა)

მცველები: ირაკლი იაკობიძე, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, გიორგი მირზიკაშვილი (ყველა – დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი, საბა მამაცაშვილი (საბურთალო), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), (დინამო თბ), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, დავით ზურაბიანი, თორნიკე მორჩილაძე (სამივე – დინამო თბ), ნიკა ილურიძე, დიმიტრი ფაჩულია (ორივე – საბურთალო), ნიკა კონიაშვილი, გაბრიელ ხუციშვილი (ორივე – ლოკომოტივი), ანდრია დევდარიანი (ტორპედო)

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი, მიხეილ ქოჩაკიძე (ორივე – დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია).

მსგავსი