ორი სპარინგი აზერბაიჯანთან - საქართველოს ქალთა ნაკრები შესარჩევისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT
11 და 14 ივნისს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება, ამხანაგური მატჩებისთვის კი გუნდი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფიფა-ს 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. წილისყრის შედეგად, ჩვენი გუნდი A ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა. აზერბაიჯანთან მატჩებით გუნდი შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს 18:00 საათზე სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს, 14 ივნისს კი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება.
ამ მატჩებში ეროვნულ გუნდს გიორგი ჩხაიძე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად უხელმძღვანელებს. მან სადებიუტო შეხვედრამდე დაგეგმილ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა და ამ ეტაპზე აქცენტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე გააკეთა.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი)
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე, სოფო ნარსია (ყველა – ლანჩხუთი), ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანი ძაძუა (სამივე – კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი).
ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, ამალი ხანდაზიანი, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ყველა – კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე, მარიამ დანელია, ირინა ხაბურზანია (სამივე – ლანჩხუთი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი)
თავდამსხმელები: თეონა ბაქრაძე, ნათელა წოწერია (ორივე- ლანჩხუთი), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი)