ორი ქულა ორმაგ დუბლამდე და მოგება - მამუკელაშვილმა G ლიგის ვარსკვლავების შეხვედრაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
10:17, 20.02.2023
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL STAR-ისუიქენდზე G ლიგის ვარსკვლავების მატჩიც (NBA G League Next Up Game) გაიმართა, სადაც ლუკა გარზას გუნდი სკუტჰენდერსონის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 178:162 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილი გახდა პირველი ქართველი ისტორიაში, რომელმაც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. მის ანგარიშზე 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრაა. 23 წლის კალათბურთელმა 9-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო და პერიმეტრიდან ბურთი ორჯერ ააცილა. აღსანიშნავია, რომ სანდროს არც ბურთი დაუკარგავს და არც დაჯარიმებულა, მისი +/- მაჩვენებელი კი +20 იყო, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგია.