უეფამ კონტინენტის 50 გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა, მათ შორის კი ორი ქართველი მოხვდა.
„ჩვენმა რეპორტიორმა დაასახელეს 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ახალ სეზონში „გასროლა“ შეუძლიათ. რამდენიმე წელიწადში რომელი მათგანი გაიბრწყინებს ევროპაში?“ – წერია უეფას გევრდზე.
ამ სიაში მოხვდა კიევის „დინამოს“ ქართველი შემტევი გიორგი წიტაიშვილი და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.
პირველი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კვარაცხელია კი რუსეთში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფიგურა აღმოჩნდა. ამავე დროს, 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში გაიტანა.