ორი ქართველი „უეფას“ ტოპ-ტალანტებში
ორი ქართველი „უეფას“ ტოპ-ტალანტებში

უეფამ კონტინენტის 50 გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა, მათ შორის კი ორი ქართველი მოხვდა.

„ჩვენმა რეპორტიორმა დაასახელეს 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ახალ სეზონში „გასროლა“ შეუძლიათ. რამდენიმე წელიწადში რომელი მათგანი გაიბრწყინებს ევროპაში?“ – წერია უეფას გევრდზე.

ამ სიაში მოხვდა კიევის „დინამოს“ ქართველი შემტევი გიორგი წიტაიშვილი და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.

პირველი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კვარაცხელია კი რუსეთში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფიგურა აღმოჩნდა. ამავე დროს, 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში გაიტანა.

დატოვე კომენტარი