დღეს ნოვოგორსკში, ილგარ მამედოვის სახელობის ფარიკაობის ცენტრში, ქალთა შორის დაშნით მოფარიკავეთა ტურნირი გაიმართა. მოსკოვის ოლქში საქართველოს ნაკრების წევრმა მაია გუჩმაზოვამ იასპარეზა, მაიამ წარმატებით გაიარა ჯგუფური ეტაპი და საბოლოოდ 105 სპორტსმენს შორის, საუკეთესო 16 სპორტსმენს შორის მოსახვედრი ბრძოლა ტურნირის მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან დარია მარტინიუკთან წააგო. შეჯიბრში ასევე იასპარეზა საქართველოს ხუთჭიდელთა ნაკრების წევრმა პოლინა მატიუხევიჩმა, რომელმაც 51-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური