ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს შანსი - თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ოთხი მათგანი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს და ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ.
100 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ბრწყინვალედ გამოდის ახალგაზრდა ილია სულამანიძე. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ულამაზესი გდებით აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს. მისი მეტოქე კი ოქროსთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელი პალჩიკი ან ნიდერლანდელი კორელი იქნება.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ფინალურ ბლოკში ონისე სანებლიძე იჭიდავებს. ტურნირის ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილიც, რომელმაც ნახევარფინალში დამატებით დროში ლამაზი გდებით ტაჯიკი რახიმოვი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.
შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ინისე ბუღაძე მესამე ადგილისთვის ავსტრიელ სპორტსმენთან იჭიდავებს.
სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი. დღევანდელი ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.