დღეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.
პირველი ოქრო 79 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ მოიპოვა, რომელიც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ გაჯი ნაბიევს 3:0 მოუგო.
ოქროს მედალს დაეუფლა 97 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმაც. მან ფინალურ პაექრობაში ამერიკელი კოლინ მური სუფთად დაამარცხა.