ორი მილიონი საბა ლობჟანიძის ტრანსფერში - „რანდერსის“ მწვრთნელმა თანხა დაასახელა
ორი მილიონი საბა ლობჟანიძის ტრანსფერში - „რანდერსის“ მწვრთნელმა თანხა დაასახელა

დანიური კლუბის, „რანდერსის“ მწვრთნელი ტომას ტომასბერგი ვარაუდობს, რომ საბა ლობჟანიძე შაბათს თავის გუნდში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და მან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის სატრანსფერო ფასიც გაამხილა.

„გაუმართლებელი იქნება საბას გამოუყენებლობა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ „რანდერსის“ ფეხბურთელია. ცხადია, რომელიმე კლუბი „სილკებორგთან“ თამაშამდე ორი მილიონი ევროს ჩეკით თუ მოვა, ლობჟანიძე ჩვენი მოთამაშე აღარ იქნება. მაგრამ საბა ამ ტურში ჩვენთან ითამაშებს“, – ამბობს ტომასბერგი.

გამოცემა Amtsavisen-თან „რანდერსის“ მწვრთნელმა აღიარა, რომ ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება რთული იქნება: „კარგი მოთამაშის შენარჩუნება ყველა მწვრთნელს სურს. საბა კი ერთ-ერთი მათგანია, რომლის ხილვას „რანდერსში“ გამიხარდება. მაგრამ საქმე ფინანსებს ეხება. სამშაბათს საბოლოოდ გვეცოდინება, ლობჟანიძე კლუბს დატოვებს თუ კიდევ ოთხი თვე დარჩება“.