ორი გოლი 133 წამში, „ლივერპულმა“ 2:0 მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ლივერპულმა“ ორი გოლი 133 წამის ინტერვალით გაიტანა.
* სადიო მანემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-14 გოლი გაიტანა და გაიმეორა აფრიკელთა რეკორდი, რომელიც დიდიე დროგბას ეკუთვნის.
* ბოლო ხუთ სეზონში მანე ჩემპიონთა ლიგის პლეო ოფში მეორე ბომბარდირია ქარიმ ბენზემას (16 გოლი) შემდეგ.
* „ლივერპულმა“ 20 დარტყმა შეასრულა (12 – პირველ ტაიმში), „ვილიარეალმა“ – ერთი. ზუსტი დარტყმები – 5:0.
* „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.
* „ლივერპულს“ ბოლო 11 მატჩში ცხრა მოგება და ორი ფრე აქვს.
ლივერპული-ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ესტუპინიანი (53-საკ. კარში), 2:0 მანე (55)
ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (81. ჯო გომესი), კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი (72. კეიტა), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა – სალაჰი, ლუის დიასი (81. ორიჯი), მანე (73. დიოგო ჟოტა).
ვილიარეალი (4-4-2): რული – ფოიტი, რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი (72. ტრიგეროსი) – ჩუკვუეზე (72. დია), პარეხო (72. ორიე), კაპუე, კოკლენი (57. პედრასა) – ლო სელსო, დანჯუმა (86. ალკასერი).