ორეგონში ულტრამემარჯვენეებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პორტლენდის შტატის ქალაქ ორეგონში ულტრამემარჯვენე აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციის წევრებს კონტრაქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ორივე მხარეს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ აქტივისტების შეტაკების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.
ულტრამემარჯვენეების აქცია პორტლენდში კონსერვატორი კანდიდატის, ჯოსეფ გიბსონის მხარდასაჭერად გაიმართა. გიბსონი ნაციონალისტური დაჯგუფების „პატრიოტთა ლოცვა“ დამფუძნებელია. იგი 2018 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით იღებს მონაწილეობას.