ორეგონში მძიმე ნარკოტიკების შენახვა სისხლის სამართლებრივი დანაშაული აღარ იქნება
ორეგონში მძიმე ნარკოტიკების შენახვა სისხლის სამართლებრივი დანაშაული აღარ იქნება

ორეგონის შტატში პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვა დანაშაული აღარ იქნება. კანონმდებლობის შემსუბუქებას მხარი ორეგონის მცხოვრებლების 59 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ახალი რეგულაცია მძიმე ნარკოტიკების გაყიდვის დეკრიმინალიზაციას არ ნიშნავს, თუმცა მოქალაქეს, რომელსაც მცირე ოდენობით ჰერონის, კოკაინს, მეტამფეტამინს, ექსტაზს, მეტადონს ან სხვა ნივთიერებას აღმოუჩენენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება. მათ ჯარიმის სახით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ და პოლიციისგან გაფრთხილებას მიიღებენ.

ახალი რეგულაციების მომხრეები მიიჩნევენ, რომ აშშ-ში მოქმედი მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამო ქვეყნის ციხეები გადატვირთულია იმ პირებით ვისაც დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ უბრალოდ მკურნალობა ესაჭიროებათ.

კანონის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ რეგულაციების შემსუბუქება ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის.

შეგახსნებთ, რომ 3 ნოემბერს აშშ-ში ხუთ შტატში ასევე დაუჭირეს მხარი მარიხუანას ლეგალიზაციას. კანაბისის რეკრეაციული მიზნით მოხმარების დაკანონებას მხარი დაუჭირეს არიზონაში, მონტანაში, ნიუ-ჯერსიში და სამხრეთ დაკოტაში. მისისიპიში კი მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებით იქნება დაშვებული.