ორ კვირაში იდლიბის პროვინციაში საცხოვრებელი 235 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა
ორ კვირაში იდლიბის პროვინციაში საცხოვრებელი 235 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

სირიის სამთავრობო არმიის ოპერაციის დაწყების შემდეგ, იდლიბის პროვინციაში, ორ კვირაში საცხოვრებელი 235 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

გაერო-ს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო, იდლიბის სამხრეთში, მაარეთ ალ-ნუმანის რეგიონი თითქმის მთლიანად დაცარიელდა.

დამასკოში ამბობენ, რომ რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ჯარი სამხედრო ოპერაციას ჯიჰადისტების წინააღმდეგ ატარებს. სირიის სახელისუფლებო არმიას საჰაერო მხარდაჭერას სწორედ რუსეთის სამხედრო ავიაცია უწევს. 19 დეკემბრის შემდეგ, სირიის ჯარმა 40-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიკავა.

იდლიბის პროვინციაში ძირითადად ჯიჰადისტური ორგანიზაცია „ჰაით თაჰრირ ალ-შამი“ მოქმედებს, რომლის ლიდერმა ჯიჰადისტებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში წასვლისკენ მოუწოდა.