ოქსფორდის უნივერსიტეტი ბავშვებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტურობის შემოწმებას იწყებს
ოქსფორდის უნივერსიტეტი ბავშვებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტურობის შემოწმებას იწყებს

ოქსფორდის უნივერსიტეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას ბავშვებში პირველად გამოცდის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

უნივერსიტეტმა კვლევა დაიწყო, რომლის მიზანი ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური პასუხის შემოწმებაა. ახალი კვლევა აჩვენებს, ეფექტურია თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინა ექვსიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევაში 300-მდე მოხალისე ჩაერთვება, პირველი აცრები კი მიმდინარე თვეში ჩატარდება.

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული ვაქცინა შეაფასეს, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“, რადგან ზოგიერთ კონკურენტზე იაფია და მისი განაწილება უფრო ადვილია.

ასტრაზენეკას“ მიზანია მიმდინარე წელს სამი მილიარდი დოზის წარმოება.