„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა
„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ბევერლი ჰილტონში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია ჩაატარა.

როგორც დაანონსებული იყო, სექსიზმის, ბულინგისა და სექსუალური შევიწროების გასაპროტესტებლად, მსახიობებმა წითელ ხალიჩაზე შავი ტანისამოსი მოირგეს.

კამპანია Me Too-ს მონაწილეები, რომელიც 2017 წელს სექსუალური შევიწროების წარსულში მომხდარი ფაქტების გამჟღავნების ტალღას მოჰყვა, საკუთარი ისტორიების შესახებ ყვებიან. მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც New York Times-მა ჰოლივუდში არსებული შევიწროების ფაქტების შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.

„ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე საუკეთესო სატელევიზიო სერიალის ნომინაციაში „მხევლის წიგნი“ დაჯილდოვდა. ამ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო სერიალები „უცნაური ამბები“, „სამეფო კარის თამაშები“ და „ეს ჩვენ ვართ“.

საუკეთესო კომედიური შესრულებისთვის ნომინაციაში ჯეიმს ფრანკო დაჯილდოვდა, ფილმისთვის „კატასტროფის შემსრულებელი“.

„ოსკარის“ დაჯილდოებასთან შედარებით, „ოქროს გლობუსი“ უფრო ლიბერალურ ცერემონიად მიიჩნევა. სტუმრები მაგიდების გარშემო სხედან და შამპანურს მიირთმევენ. „ოქროს გლობუსი“ 25 კატეგორიაში გაიცემა, მათ შორის სატელევიზიო ფილმებსაც. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების პირველი ცერემონია 1945 წელს გაიმართა.