ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდს რონალდოს მიაჩნია, რომ 2021 წლის „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ლიდერს ქარიმ ბენზემას ეკუთვნის.
„ეჭვგარეშეა, რომ „ოქროს ბურთზე“ ჩემი კანდიდატია ქარიმ ბენზემა.
საუკეთესო ფორვარდი, უმაღლესი დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში და რაც მთავარია, ჩემპიონი. თქვენ ასე არ ფიქრობთ?’ – დაწერა რონალდომ „ინსტაგრამში“.
ცოტა ხნის წინ, ბენზემა შეიყვანეს „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის.