გამოქვეყნდა 2021-22 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი, რომლის ახალი ლიდერი გახდა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა. მან გაუსწრო წინა ლიდერს რობერტ ლევანდოვსკის.
აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა ტოპ-ოცეულში ვერ მოხვდნენ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდები – ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო.
პირველ ათეულში მოხვდნენ:
- ქარიმ ბენზემა (რეალი)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- ლუკა მოდრიჩი (რეალი)
- სადიო მანე (ლივერპული)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- ვინისიუსი (რეალი)
- ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
- ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)