ოქროს ბურთი 2024 - პარიზში გამართული ცერემონიის ყველა გამარჯვებული #1TVSPORT
პარიზში გაიმართა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია, რომელსაც „შატლეს“ თეატრმა უმასპინძლა.
მთავარი ჯილდო – „ოქროს ბურთი“ მამაკაცებს შორის მოიგო „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ, რომელმაც უკან ჩამოიტოვა „რეალის“ სამი ფეხბურთელი – ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი და დანი კარვახალი.
30 ნომინანტის საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:
- როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
- ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
- ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
- დანიელ კარვახალი (რეალი, ესპანეთი)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
- კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
- ლაუტარო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
- ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
- ტონი კროოსი (დაასრულა კარიერა)
- ჰარი კეინი (ბაიერნი. ინგლისი)
- ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
- ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი, გერმანია)
- დანი ოლმო (ბარსელონა, ესპანეთი)
- ადემოლა ლუკმანი (ატალანტა, ნიგერია)
- ნიკო უილიამსი (ბილბაო, ესპანეთი)
- გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი, შვეიცარია)
- ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი)
- ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
- მარტინ ედეგორი (არსენალი, ნორვეგია)
- ჰაქან ჩალჰანოგლუ (ინტერი, თურქეთი)
- ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)
- ანტონიო რიუდიგერი (რეალი, გერმანია)
- რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
- ვილიამ სალიბა (არსენალი, საფრანგეთი)
- კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)
- დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)
- ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
- ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი, ესპანეთი)
- არტიომ დოვბიკი (რომა, უკრაინა)
- მატს ჰუმელსი (რომა, გერმანია)
საღამოს პირველი ჯილდო მიიღო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა ლამინ იამალმა. 17 წლის ფეხბურთელი გახდა „ტროფი კოპას“ მფლობელი – ეს არის ჟურნალ France Football-ის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.
პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: პაუ კუბარსი (ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო, კობი მაინუ (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), არდა გიულერი (რეალი), ქარიმ კონატე (ზალცბურგი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), სავინიო (ჟირონა), მატის ტელი (ბაიერნი) და უორენ ზაირ ემერი (პსჟ).
ჟურნალ France Football-ის ვერსიით, 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: დიოგო კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).
„რეალის“ დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ მიიღო საუკეთესო მწვრთნელის პრიზი. იტალიელმა გაუსწრო ჩაბი ალონსოს (ლევერკუზენი), ლუის დე ლა ფუენტეს (ესპანეთის ნაკრები), ჯანპიერო გასპერინის (ატალანტა), პეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი) და ლიონელ სკალონის (არგენტინის ნაკრები).
ჰარი კეინმა და კილიან მბაპემ მოიპოვეს გერდ მიულერის პრიზი, რომელიც სეზონის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. „ბაიერნისა“ და „რეალის“ ფორვარდებმა 52-52 გოლი გაიტანეს.
სეზონის საუკეთესო გუნდი გახდა მადრიდის „რეალი“. მან გასულ სეზონში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.
ამ პრიზის მიღებაზე ასევე პრეტენდენტები იყვნენ: „მანჩესტერ სიტი“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“ და „ჟირონა“.
„ბარსელონა“, რომელმაც სეზონში ოთხი ტიტული მოიგო, საუკეთესო ქალთა გუნდად აღიარეს, ხოლო მისი ნახევარმცველი აიტანა ბონმატი ზედიზედ მეორედ გახდა ქალთა „ოქროს ბურთის“ მფლობელი.
„ტიგრესისა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯენი ერმოსომ მიიღო სოკრატესის სახელობის პრიზი ფეხბურთს მიღმა მოღვაწეობისთვის.