ოქროს ბურთი 2024 – ემილიანო მარტინესმა ზედიზედ მეორედ მოიგო საუკეთესო მეკარის პრიზი #1TVSPORT
პარიზში იმართება 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია.
ჟურნალ France Football-ის ვერსიით, 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: დიოგო კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრეი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი), რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).