2021-22 წლების საკლუბო სეზონი დასრულდა და, შესაბამისად, გამოვლინდა „ოქროს ბუცის“ მფლობელი, რომელიც ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.
პრიზი ზედიზედ მეორე მოიგო „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი. მან ბუნდესლიგაში 35 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის კოეფიციენტზე (2.0) გამრავლდა.
შარშან, ლევანდოვსკიმ „ოქროს ბურთი“ 41 გოლით (82 ქულა) მოიპოვა.
„ოქროს ბუცის“ საბოლოო რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 70 (35×2)
- კილიან მბაპე (პსჟ) – 56 (28×2)
- ჩირო იმობილე (ლაციო) – 54 (27×2)
- ქარიმ ბენზემა (რეალი) – 54 (27×2)
- ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 50 (25×2)
- ოჰი ომოიჯუანფო (ცრ. ზვეზდა) – 49.5 (33×1.5)
- დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 48 (24×2)
- პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) – 48 (24×2)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 46 (23×2)
- ჰეონ-მინ სონი (ტოტენჰემი) – 46 (23×2)
- ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 44 (22×2)
- მარკო ლივაია (ჰაიდუკი) – 42 (28×1.5)
- მუსა დემბელე (ლიონი) – 42 (21×2)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 42 (21×2)
- მარტინ ტერიე (რენი) – 42 (21×2)
- ანტონი მოდესტე (კიოლნი) – 40 (20×2)
- კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი) – 40 (20×2)
- დარვინ ნუნიესი (ბენფიკა) – 39 (26×1.5)
- ტომას ოლსენი (ლილესტრიომი) – 39 (26×1.5)
- დენიზ უნდავი (უნიონ სტ. ჟილი) – 37.5 (25×1.5)
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.