„ოქროს ბუცი 2022“ - ლევანდოვსკი ზედიზედ მეორე „ოქროს ბუცს“ უახლოვდება #1TVSPORT
„ოქროს ბუცი 2022“ - ლევანდოვსკი ზედიზედ მეორე „ოქროს ბუცს“ უახლოვდება #1TVSPORT

2021-22 წლების საკლუბო სეზონი დასკვნით ეტაპზეა და, შესაბამისად, დასასრულს უახლოვდება ბრძოლა 2022 წლის „ოქროს ბუცისთვის“, რომელიც ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

პრიზის ზედიზედ მეორედ მოგების რეალური შანსი აქვს „ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიას.

ამ მომენტისთვის “ოქროს ბუცის” რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 62 (31×2)
  2. ოჰი ომოიჯუანფო (ცრ. ზვეზდა) – 49.5 (33×1.5)
  3. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 48 (24×2)
  4. ჩირო იმობილე (ლაციო) – 42 (21×2)
  5. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 42 (21×2)
  6. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) – 40 (20×2)
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 40 (20×2)
  8. ტომას ოლსენი (ლილესტრიომი) – 39 (26×1.5)
  9. დენიზ უნდავი (უნიონ სტ. ჟილი) – 37.5 (25×1.5)
  10. ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 36 (18×2)
  11. კილიან მბაპე (პსჟ) – 34 (17×2)
  12. მარტინ ტერიე (რენი) – 34 (17×2)
  13. მარკო ლივაია (ჰაიდუკი) – 33 (22×1.5)
  14. რიკარდო გომესი (პარტიზანი) – 33 (22×1.5)
  15. ვეტონ ბერიშა (ვიკინგი) – 33 (22×1.5)
  16. მიხაელ ფრაი (ანტვერპენი) – 33 (22×1.5)
  17. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 32 (16×2)
  18. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი) – 32 (16×2)
  19. ჯოვანი სიმეონე (კალიარი) – 32 (16×2)
  20. დარვინ ნუნიესი (ბენფიკა) – 31.5 (21×1.5)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.