„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევადოვსკი 2019-20 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ისევ ერთპიროვნული ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში არ უთამაშია.
ათეულის ახალი წევრი გახდა ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ფორვარდი შონ ვაისმანი. მას 25 გოლი დაუგროვდა და მერვე ადგილზე გადავიდა.
2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 60 (30 გოლი x 2.0)
2. ჩირო იმობილე (ლაციო) – 54 (27 გოლი x 2)
3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 48 (24 გოლი x 2.0)
4. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 46 (16 გოლი x 1.5, 11 გოლი x 2)*
5. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 42 (21 გოლი x 2.0)
6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 40 (20 გოლი x 2.0)
7. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 38 (19 გოლი x 2.0)
8. შონ ვაისმანი (ვოლფსბერგერი) – 37.5 (25 გოლი x 1.5)
8. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18 გოლი x 2.0)
8. ვისამ ბენ-იედერი (მონაკო) – 36 (18 გოლი x 2.0)
ერლინგ ჰაალანდმა ამ სეზონში „ზალცბურგის“ რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).
„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.