ოქრიაშვილთან და კვირკველიასთან მოლაპარაკება არ დასტურდება - დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“  ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება #1TVSPORT
ოქრიაშვილთან და კვირკველიასთან მოლაპარაკება არ დასტურდება - დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“  ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება #1TVSPORT

ბათუმის „დინამოში“ უარყოფენ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს გუნდში კარიერას საქართველოს ნაკრების წევრები, თორნიკე ოქრიაშვილი და საბა კვირკველია გააგრძელებენ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გააკეთა.

„საბა კვირკველიაც ძალიან კარგი მცველია, თორნიკე ოქრიაშვილის დონეც ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება. ორივე საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათთან მოლაპარაკება არ გვქონია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

თუმცა, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ზუკა დავითაშვილთან და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება.

„ტულის „არსენალიდან“ წამოსვლისთანავე დავითაშვილმა ჩვენთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ზუკა ჯერ გუნდში რჩება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს“, – ამბობს ბერიძე.