ოქრიაშვილს მუხლის ტრავმა აქვს - მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია
ოქრიაშვილს მუხლის ტრავმა აქვს - მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია

საქართველოს ნაკრების ნოემბრის მატჩებიდან დრო გავიდა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილი გუნდში დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს – კვიპროსული გამოცემა „სპორტ ეფ ემის ცნობით, მიზეზი ქართველი შემტევის ტრავმაა.

„საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 28 წლის შემტევს არალიმნისენოს ნეონთან“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა არ უთამაშია. როგორც ჩანს, პრობლემა, რომელიც ოქრიაშვილს აქვს, უახლოეს პერიოდში მას თამაშის საშუალებას არ მისცემს“, – წერს კვიპროსული გამოცემა „სპორტ ეფ ემი“.

გამოცემის ცნობით, თორნიკეს მუხლი აწუხებს: „ქართველ თავდამსხმელს მუხლი აქვს შეშუპებული, რაც ხელს უშლის და სავარაუდოდ, „ანორთოსისს“ შემდეგ მატჩებშიც ვერ დაეხმარება და როდის დაუბრუნდება მოედანს, ჯერ დაზუსტებით თქმა არ შეიძლება. მისი მდგომარეობა მკურნალობის დაწყების შემდეგ შეფასდება“.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა და მიღებული ტრავმის გამო, ერთა ლიგაზე სომხეთთან და ესტონეთთან თამაში ვერ შეძლო.

დატოვე კომენტარი