ოქრიაშვილის გოლმა „ანორთოსისს“ ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT
20:07, 05.04.2021
კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლარნაკაშიაეკ-ს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში მოგება ხელიდან გაუშვა.
„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი იყო – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ქეცბაიას გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ოქრიაშვილმა მეორე წუთზე ფლანგური გადაცემა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა, მაგრამ ფამაგუსტელებმა მეორე ტაიმი ჩააგდეს.
მე-60 წუთზე აეკ-ის ინგლისელმა ლეგიონერმა, სინგ ტანდიმ წონასწორობა აღადგინა. გიორგი ლორიამ, ორჯერ სცადა ბურთი მოიგერიება, მესამედ კი ორიოდე მეტრიდან დარტყმულსაც გადაეფარა, მაგრამ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. 75-ე წუთზე კი ლარნაკელებიჩრდილომაკედონიელმა ივან ტრიჩკოვსკიმ დააწინაურა.
31 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 53 ქულით ისევ მეოთხე ადგილზეა, ხოლო აეკ-მა 47 ქულა დააგროვა და ჩამორჩენა შეამცირა. სამწუხაროდ, ფინალურ ექვსეულში ქართველების გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო.