ოქრიაშვილის გოლმა „ანორთოსისს“ ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT

20:07, 05.04.2021

კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლარნაკაში აეკ-ს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში მოგება ხელიდან გაუშვა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი იყო – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ქეცბაიას გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ოქრიაშვილმა მეორე წუთზე ფლანგური გადაცემა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა, მაგრამ ფამაგუსტელებმა მეორე ტაიმი ჩააგდეს.

https://www.youtube.com/watch?v=J8cMarN4xWs&t=33s

მე-60 წუთზე აეკ-ის ინგლისელმა ლეგიონერმა, სინგ ტანდიმ წონასწორობა აღადგინა. გიორგი ლორიამ, ორჯერ სცადა ბურთი მოიგერიება, მესამედ კი ორიოდე მეტრიდან დარტყმულსაც გადაეფარა, მაგრამ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. 75-ე წუთზე კი ლარნაკელები ჩრდილომაკედონიელმა ივან ტრიჩკოვსკიმ დააწინაურა.

https://www.youtube.com/watch?v=Il0CzmSyaVs&feature=emb_logo&fbclid=IwAR2LKuIO3YPwhgYTNHg0pGGALfEwMCFpOGFFtIL-ivlbyzOkzU46XjkhfuM

31 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 53 ქულით ისევ მეოთხე ადგილზეა, ხოლო აეკ-მა 47 ქულა დააგროვა და ჩამორჩენა შეამცირა. სამწუხაროდ, ფინალურ ექვსეულში ქართველების გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო.

მსგავსი