OPTA-მ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად „მანჩესტერ სიტი“ დაასახელა #1TVSPORT
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, OPTA-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის მთავარ ფავორიტად ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ დაასახელა.
OPTA-ს მიხედვით, ალბათობა იმისა, რომ პეპ გუარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, 25.3%-ია. მეორე ადგილზე მადრიდის „რეალია“. მოქმედი ჩემპიონის ისევ გამარჯვების ალბათობა 18.2%-ია. მესამეზე „ინტერია“ 10.9%-ით, მეოთხეზე – ლონდონის „არსენალი“ 6.3%-ით, ხოლო მეხუთეზე – ლევერკუზენის „ბაიერი“ 5.4%-ით.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგა 2023 წელს მოიგო. ინგლისურმა გუნდმა სტამბოლში გამართულ ფინალში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა.