ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება [ფოტო, ვიდდეო]
ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში აქცია იმართება. ხელისუფლების ოპონენტებმა შეკრება სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყეს და მსვლელობით თავისუფლების მოედანთან მივლენ.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დღევანდელი შეკრება ეძღვნება „ორწლიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ხელისუფლების განცხადების შემდეგ დაიწყო“.
