ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ბოიკოტის მიუხედავად ბიუჯეტიდან დაფინანსება მოითხოვეს, ჯამში, წლის განმავლობაში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ბოიკოტის მიუხედავად ბიუჯეტიდან დაფინანსება მოითხოვეს, ჯამში, წლის განმავლობაში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა განკარგულება პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ.

„2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად“, – აღნიშნულია თამარ ჟვანიას განკარგულებაში.

დანართიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნება“ წლის განმვალობაში ხუთ მილიონზე მეტი ლარის დაფინანსებას მიიღებს; ოპოზიციური პარტიები კი, რომელთაც ბოიკოტის მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს, წელიწადში შვიდ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.

რაც შეეხება დანართში მითითებულ კონკრეტულ თანხებს, წლის განმავლობაში პარტიებზე ისინი ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5,140,020.00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2,199,635.00

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ 240,000.00

„პროგრესი და თავისუფლება“ 12,000.00

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია” 204,000.00

„ევროპელი დემოკრატები“ 460,000.00

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 939,925.35

„კანონი და სამართალი“ 104,436.15

„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1,124,409.00

„ლელო საქართველოსთვის“ 803,560.00

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 86,926.66 1,043,120.00

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 289,710.00.

აღსანიშნავია, რომ ცესკო-სგან დაფინანსება არ მოუთხოვიათ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“.