ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სიორიძის კანდიდატურას განიხილავენ
ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სიორიძის კანდიდატურას განიხილავენ

ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სიორიძის კანდიდატურას განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, საკითხზე კონსულტაციები გაიმართა პოლიტიკურ პარტიებს შორის.

მისი თქმით, გიორგი სიორიძის კანდიდატურის წარდგენას აპირებს ხუთი პარტია, რომლებიც არიან “ლელო”, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქები“, „ევროპელი სოციალისტები“ და პაატა დავითაიას პარტია.

„იმედია, ამ კანდიდატს მხარს მთელი ოპოზიცია დაუჭერს. კონსულტაციები გაიმართა ორი დღის განმავლობაში, რომელიც კონსტრუქციული იყო. სულ იყო სამი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“. სწორედ მათგან მოხდა კადრის შერჩევა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კანდიდატის ცესკო-ში წარდგენა დღეს იგეგმება. „საარჩევნო კოდექსით“ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა წარადგინონ.

დატოვე კომენტარი