ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს ერთი თვით პატიმრობა შეუფარდეს
სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს ერთი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს როგორც კარაპეტიანის, ისე „ძლიერი სომხეთის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის საცხოვრებელ ბინებში.
სომხეთის გამოძიების კომიტეტის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ. საქმის ფარგლებში ერთდროულად 65 მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს.
საქმე ეხება კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზიანის მიყენებას, თანხების მითვისებასა და ფულის გათეთრებას.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კომპანიისთვის მიყენებული ზარალის საერთო ოდენობა 64 მილიარდ სომხურ დრამს აღემატება.