ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ წევრი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანი დავასახელოთ
ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ წარმომადგენლის ედმონ მარუკიანის თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადად ნიკოლ ფაშიანიანი დაასახელონ.
„პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ ერთად ჩვენ უკვე გვაქვს 40 მანდატი, არ გვყოფნის 13 მანდატი, რომ ავირჩიოთ პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, შევძლებთ საკმარისი ხმების მოპოვებას „რესპუბლიკური პარტიიდან“ და კოალიცია „დაშნაკცუთიუნიდან“, – განაცხადა მარუკიანმა.
სომხეთის პარლამენტში 105 დეპუტატია, ფრაქცია „ ელქს“ ცხრა მანდატი აქვს, პარტია „აყვავებულ სომხეთს“ 31 მანდატი.