ოპოზიციური ძალების მხარდამჭერები ბოლივიის სახელმწიფო ტელევიზიაში შეიჭრნენ და მაუწყებლობა შეაჩერეს

12:10, 10.11.2019
Anti-government protesters against the reelection of President Evo Morales gather just meters away from the presidential palace in La Paz, Bolivia, Saturday, Nov. 9, 2019. Policemen guarding the exteriors of the presidential palace in La Paz retreated to their barracks on Saturday, while officers in other Bolivian cities have declared mutinies and joined protests against Morales, who has faced two weeks of unrest over disputed election results. (AP Photo/Juan Karita)

ოპოზიციური ძალების მხარდამჭერები ბოლივიის სახელმწიფო ტელევიზიის, Bolivia TV-ს ოფისში შეიჭრნენ და მაუწყებლობა შეაჩერეს.

ტელევიზიის თანამშრომელთა განცხადებით, აქციის მონაწილეებს ისინი ორი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და ტექნიკის განადგურებით ემუქრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ევო მორალესის დისა და ქალაქ ორუროს გუბერნატორის სახლები გადაწვეს.

საპროტესტო აქციები ბოლივიაში 20 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ბიულეტენების დათვლა შეცდომებით განხორციელდა, რის შედეგადაც, პირველივე ტურში გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა მოიპოვა. ამ დროის განმავლობაში, დემონსტრაციებში 380-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა 200-მდე ადამიანი დააკავეს.

მსგავსი