ოპოზიცის ნაწილმა პარლამენტთან აქცია დაასრულა, თუმცა აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ რჩებიან
ოპოზიცის ნაწილმა პარლამენტთან აქცია დაასრულა, თუმცა აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ რჩებიან

ოპოზიცის ნაწილმა პარლამენტთან აქცია დაასრულა, თუმცა აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ რჩებიან.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან მსვლელობა მოაწყეს. მსვლელობა 9 აპრილის ქუჩიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე დასრულდა. პარტიის წევრების ინფორმაციით, ისინი დღეს საპროტესტო აქციას დაასრულებენ.

9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის შენობის შესასვლელთან კვლავ რჩებიან ორგანიზაცია „შეცვალესა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია დღეს დილიდან იმართება. ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.