სომხური მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლეს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
გათავისუფლებამდე ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეხვდა.
„ჩვენი ქმედების ლოგიკა არ შეცვლილა, საღამოს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი გაიმართება. ყველა ჩვენი დაკავებული აქტივისტი უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთის დედაქალაქში აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პოლიციელებმა 22 აპრილს აიყვანეს. სომხური მედიის ინფორმაციით, არცახის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, სადაც მსვლელობის მონაწილეებს სამართალდამცველები გადაეღობნენ. დემონსტრანტებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს. მოხდა მცირე დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. პოლიციამ დააკავა ასევე აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, დეპუტატი სასუნ მიქაელიანი.